|
2019-04-08 13:47:32, 1801 ნახვა
რეგიონი
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა თოვლისგან გაწმენდილია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ბერიძესთან ერთად, გოდერძის უღელტეხილს ეწვია და გზის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა თოვლისგან გაიწმინდა, აღდგა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა. ,,წელს მოვახერხეთ, რომ ძალიან ადრე დაწყებულიყო გზის გაწმენდითი სამუშაოები გოდერძის უღელტეხილზე. უკვე დღეიდან, ერთმანეთს დაუკავშირდება ხულო და სამცხე-ჯავახეთი და ამ მიმართულებითაც შესაძლებელი გახდება გადაადგილება. მადლობა მინდა გადავუხადო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად შევძლოთ აღნიშნული გზის მონაკვეთის გახსნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდეს გადაადგილება. დაგეგმილია აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, რაც წელსვე უნდა განხორციელდეს", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ხულოს მუნიციპალიტეტში ყოფნისას, მთავრობის თავმჯდომარე თამაზ ირემაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საჭადრაკო ტურნირის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო და ტურნირში მოასპარეზე მოყვარული სპორტსმენები დააჯილდოვა. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და გამარჯვებულებს წინსვლა და წარმატებები უსურვა. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები მეცენატ გოჩა ირემაძის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით, თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)