|
2019-04-08 13:18:09, 2022 ნახვა
კომენტარი
კალაძე - საცხოვრებელ კორპუსებში დამონტაჟდება სიგნალიზაცია, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში ამოქმედდება
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, რეგულაციები, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებას გულისხმობს, წლის ბოლომდე ამოქმედდება. კალაძის განმარტებით, დამონტაჟდება სპეციალური სიგნალიზაციები, რომლებიც გაზის გაჟონვის დროს, ამოქმედდება. „ამის შესახებ მე მქონდა შესაბამის სამინისტროებთან კომუნიკაცია, ვინც უნდა გააკეთოს ეს რეგულაციები. ჩვენ მოვითხოვეთ, თუ ჩვენ როგორ ვხედავთ, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მათი თანხმობაც არის და ერთიანი ძალისხმევით მოხდება ეს ცვლილებები, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდება, მაშინვე სიგნალიზაცია ჩაირთვება და საფრთხე თავიდანვე იქნება აცილებული, ეს აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო", - განაცხადა კალაძემ. ასევე, დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, დიღმის მასივში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)