2019-04-07 13:16:17, 1319 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივში, სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მოხდა - დაშავდა 8 ადამიანი
დიღმის მასივში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარმა აფეთქებამ სამი საცხოვრებელი სახლის შიდა და გამყოფი კედლების ნგრევა გამოწვია.
არცერთი დაშავებული ნანგრევებში არ მოყოლილა.
აფეთქებამ დააზიანა 4 ავტომანქანა.
ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველების 5 ჯგუფი შენობის ნანგრევებისგან გათავისუფლების სამუშაოებს აწარმოებს
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან