|
2019-04-06 14:38:30, 1744 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - დადგება დღე, როდესაც აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, შევძლებთ ძლიერი საქართველოს შექმნას
დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც შევძლებთ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამეგრელო ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარულის და პატრიოტიზმის სიმბოლო. „თქვენი ულამაზესი ქალაქი და ეს ულამაზესი კუთხე ყოველთვის იყო მაგალითის მიმცემი ყველასთვის, მაგალითის მიმცემი სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმის და ერთგულების. ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში იწყება ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი - ულამაზესი აფხაზეთი. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დღე როდესაც ჩვენი ერთსულოვნებით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პერსპეტქივის წარმოჩინებით შევძლებთ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნას. მე ამის მწამს თქვენთან ერთად“, - აღნიშნა პრემიერმა. შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი (გეგა) შენგელია წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)