|
2019-04-05 19:58:51, 1694 ნახვა
კომენტარი
კობერიძე: ღილაკები არ მეშლება, გამოცდების გაუქმებას მხარი არ დავუჭირე
„მე პირადად არასდროს არ მეშლება ღილაკები, ვიცი რასაც ვაძლევ ხმას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან კობერიძემ სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, რადგან გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს. „ჩემი კოლეგების ხმა მესმოდა, რომ არ ესმოდათ უბრალოდ იყო ხმაური. მე პირადად არასდროს არ მეშლება ღილაკები, ვიცი რასაც ვაძლევ ხმას. ამ კანონისთვის მხარი არ დავუჭირე, რადგან ჩემი მოსაზრება მაქვს გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ლევან კობერიძე. შეგახსენებთ, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო. საკითხი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაჩქარებული წესით გამოიტანა, მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონის მისაღებად კი, 63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)