23:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 19:35:24, 1635 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: „ოცნების“ უმრავლესობას სკოლაში გამოცდების გაუქმება არ უნდოდა, ხვალ კი, თითის ქნევით გადაწყვეტილებას შეაცვლევინებენ

„ქართული ოცნების“ უმრავლესობას უნდოდა, რომ სკოლაში გამოცდები არ გაუქმებულიყო“, - ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩავარდნას.

მისი თქმით, უმრავლესობის წევრებმა ღილაკების არევა უბრალოდ მოიმიზეზეს.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობას უნდოდა, რომ სკოლაში არ გაუქმებულიყო გამოცდები, მაგრამ ხვალ თითს დაუქნევენ და იძულებით განსხვავებულად უყრიან კენჭს. ასეთ შემთხვევაში იგონებენ თავის მართლების მეთოდს, ორიოდე კვირის წინ ეს იყო ღილაკები, ვერ განასხვავეს მწვანე და წითელი, დღეს აკუსტიკას დააბრალეს. მათ ავიწყდებათ, რომ წინ გვაქვს უზარმაზარი ეკრანი, დისპლეი, სადაც ყველაფერი იწერება, კანონის დასახელება, ვინ არის ავტორი, რამდენი ხმა უნდა ამ კანონის გატანას. ასე, რომ ყველა ინფორმაცია, ხმის გარეშეც კარგად ჩანს ეკრანზე. მომავალში იტყვიან, რომ ეკრანი ანათებს ცუდად, ვიდრე რამე არ უეშმაკიათ და გაუფუჭებიათ შედით შეამოწმეთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო. საკითხი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაჩქარებული წესით გამოიტანა, მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონის მისაღებად კი, 63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics