|
2019-04-05 16:39:41, 1556 ნახვა
კომენტარი
გიორგი კახიანი - როდესაც კვლევაში პირდაპირ კლანზე მიუთითებ, ეს გულისხმობს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას
„როდესაც კვლევაში პირდაპირ კლანზე მიუთითებ, ეს გულისხმობს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო და წესების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას. „ვფიქრობ, ეს არასწორია, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ. ამავდროულად, ასეთი კვლევის შედეგებიც, ბუნებრივია, ძალიან დიდი ალბათობით რელევანტურად ვერ ასახავს საზოგადოების განწყობას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი კახიანმა. მაგალითად დეპუტატი „საერთაშორისო გამჭვირვალობის" თბილისის ოფისის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევას იხსენებს, რომელშიც, მისი თქმით, საუბარი იყო იმაზე, თითქოს საქართველო კორუფციის ჭაობშია ჩაძირული. „ეს მაშინ, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ვაშინგტონის ოფისის მერ ჩატარებული ანალოგიური კვლევიდან გამომდინარე საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსი გაუმჯობესებულია, ანუ ამ თვალსაზრისით პოზიტიური ცვლილებები არის. დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ტარდება კვლევა, რა კითხვებია დასმული. არასწორად დასმული კითხვებიდან საზოგადოების განწყობაც შესაძლოა არარელევანტური იყოს“, - აცხადებს გიორგი კახიანი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)