|
2019-04-04 19:32:58, 1640 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: მზად ვარ ეკატერინე ქვლივიძეს პირადადაც შევხვდე
„მზად ვარ ეკატერინე ქვლივიძეს პირადადაც შევხვდე“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მფრინავის შესახებ პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, რაზეც ლევან იზორია აცხადებს, რომ სამხედრო მფრინავი ქალის სამხედრო კარიერული განვითარებაზე, სწორედ, თავდაცვის სამინისტრომ იზრუნა. „თავდაცვის უწყებამ ეკატერინე ქვლივიძე 2017 წელს აშშ-ში კაპიტნის საკარიერო კურსებზე მიავლინა, რაც აშშ-ს 51 000 დოლარი დაუჯდა. გარდა ამისა, მან გაიარა დამატებითი კურსები, რომელიც საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს ათეულობით ათასი დოლარი დაუჯდა. ყოველი მივლინების წინ ფორმდება სამივლინებო კონტრაქტი, სადაც გაწერილია კონტრაქტის დარღვევის პირობაც. კერძოდ, არსებობს ნორმა თუ 6 თვეზე მეტი პერიოდი უწევს სამხედროს მივლინებით სასწავლებლად ყოფნა და თუ ეს თანხებთან არის დაკავშირებული, ის ვალდებულია გარკვეული პერიოდი იყოს თავდაცვის ძალებში. მას ჩამოსვლისთანავე შესთავაზეს იგივე თანამდებობა, რა თანამდებობაზეც იყო. 4 თვის შემდეგ პირადი სურვილით, მიუხედავად გაფრთხილებაზე ხელმოწერისა, რომ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრებოდა ფულადი ჯარიმა 28 ათასი ლარის ოდენობით, ეს ხდება. მას ერთი წლის განმავლობაში, არცერთხელ არც უწყების ფარგლებში მაკონტროლებელი ორგანოს ფარგლებში, არც მის გარეთ, ან თქვენთვის არ მოუმართავს“, - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სამსახური გარკვეულ ვალდებულებებთან, წესების დარღვევის შემთხვევაში, სანქციებთან და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან არის დაკავშირებული. „შეიძლება, გარკვეული ინფორმაცია არსებობს, რომელსაც არ ვფლობ, მზად ვარ პირადადაც შევხვდე მას. ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც კანონი გვავალდებულებს და თუ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, მას შეეძლო ამ ერთი წლის განმავლობაში ეთქვა“, - აღნიშნა იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)