|
2019-04-04 18:51:44, 2939 ნახვა
სამხედრო
პარლამენტში ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ორგანიზების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების ძირითად საბრძოლო კომპონენტს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობა წარმოადგენს და სხვა მიმართულებებთან ერთად რეფორმების ფოკუსირება ამ კუთხითაც ხდება. „როდესაც ვსაუბრობ აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებზე, მხედველობაში მაქვს ქვეითი ბრიგადები. 2019 წლის 10 იანვარს ჩვენ შევქმენით ახალი სტრუქტურა და უზრუნველვყავით მათი ერთიანი სტანდარტით საქმიანობა“, - განაცხადა ლევან იზორიამ. როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეით ბრიგადებს განესაზღვრათ სამი ძირითადი მიმართულება - სამანევრო მიმართულება, მხარდამჭერი ელემენტები და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. მისივე თქმით, სამანევრო ქვედანაყოფების სტანდარტიზაციის თვალსაზრისით ოთხივე ბრიგადის ქვეით ბატალიონებში ერთიანი სტრუქტურა შეიქმნა და ყველა ბრიგადაში თანაბრადაა წარმოდგენილი ჯავშანსატანკო ბატალიონები. „ეს ადრე ასე არ იყო. თანაბრად წარმოდგენა ნიშნავს ჯავშანსატანკო ბატალიონებში სატანკო და მექანიზირებული ასეულების თანაბრად ყოლას. ასევე, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ასეულის დონის ტაქტიკურ ჯგუფებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არამხოლოდ სტანდარტიზაცია, არამედ სამხედრო მოქმედებების პრინციპიც უნდა იყოს სტანდარტიზებული და ძირითადად ასეულებზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ აღნიშნულ რეფორმას სიმბოლურად მცირე ქვედანაყოფებზე ორიენტირებული ტაქტიკა დავარქვით“, - განაცხადა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ამ ასეულების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაზეა ორიენტირებული აშშ-სთან ერთად დაწყებული ყველაზე ამბიციური „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ (GDRP): „სწორედ GDRP-ის ფარგლებში გადავეცით აღნიშნულ დანაყოფებს მსუბუქი შეიარაღება და მათი სწავლებებიც მიმართულია იმისკენ, რომ ისინი გამორჩეულნი იყვნენ საბრძოლო მზადყოფნის მაღალი ხარისხით“.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)