11:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 15:53:28, 1553 ნახვა

პოლიტიკა
კაკულია იზორიას: ცოტა გაოცებული ვარ, 2 საათია საუბრობთ და რუსეთი საერთოდ არ გაჟღერებულა

2 საათია საუბრობთ და რუსეთი არ გაჟღერებულა საერთოდ, - ამ სიტყვებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ თავდაცვის მინისტრ, ლევან იზორიას პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც „მინისტრის საათი“ მიმდინარეობს.

დეპუტატის განცხადებით, ის ცოტა გაოცებულია ამ ფაქტის გამო.

„ცოტა გაოცებული ვარ, მართალი გითხრათ. 2 საათია საუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაჟღერებულა საერთოდ. თქვენ იმედია არ ხართ უწყება, დაკომპლექსებული იმ ძალიან უჩვეულო მოვლენით ამ ქვეყანაში, რომელსაც ადგილი აქვს და ეს არის ასეთი რამ - ვიცით, რომ არსებობს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუსული ორიენტაციის ძალა ამ ქვეყანაში, რომელიც თავისი მიზნის მისაღწევად ცხადია, იყენებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, - მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თავდაცვის მინისტრს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics