11:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 14:52:57, 1236 ნახვა

პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონესა და ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

ივანე მაჭავარიანმა კატარინა ჰანსენს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მან იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით, ბანკის რეგიონული ოფისი კვლავ გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან.

როგორც  ახალმა რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია და მას დიდი პოტენციალი გააჩნია შემდგომი განვითარებისთვის. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა, გლობალურ ეკონომიკაში შემდგომი ინტეგრაცია, რისთვისაც EBRD-ი გააგრძელებს განვითარების პროცესის მხარდაჭერას ინვესტიციების შემდგომი ზრდითა და  რეფორმების მხარდაჭერის გზით.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები. ამასთანავე, ბანკის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ EBRD-ი მხარს დაუჭერს საქართველოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, ენერგეტიკა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი კავკასიაში უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 1-ლი აპრილიდან შეუდგა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე  ბრუნო ბალვანერა შეცვალა, რომელმაც ცენტრალურ აზიაში ბანკის მმართველი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics