19:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 16:55:03, 1400 ნახვა

კომენტარი
ლორა თორნტონი: რომელი საარჩევნო სისტემა იმოქმედებს საქართველოში მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია

„ყველა საარჩევნო სისტემა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული თუ შერეული, კარგად მუშაობს, მაგრამ რა სისტემა უნდა მოქმედებდეს საქართველოში, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“, - ასე გამოეხმაურა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი 11 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ წერილს, რომლის თანახმადაც საქართველო პროპორციულ სისტემაზე 2024 წლის ნაცვლად 2020 წელს უნდა გადავიდეს. 

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიალოგი პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ჩართულობით უნდა მოხდეს. 

„დიალოგი პოილიტიკურ ძალებთან აუცილებელია და მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საუბარი წარიმართოს. ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებმა ქვეყანაში მძიმე დარღვევების და ხელისუფების შეცდომების ფონზე ჩაიარა და იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი გადარჩეს, აუცილებელია საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება. ამიტომ რომელი სისტემა უნდა მოქმედებდეს, პროპორციული თუ მაჟორიტარული, მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ყველა საარჩევნო სისტემა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული თუ შერეული, კარგად მუშაობს. მაგრამ რა სისტემა უნდა მოქმედებდეს საქართველოში, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ხალხმა უნდა დაასკვნას, რომელი სისტემა უფრო კარგად გამოხატავს მოქალაქეების ნებას", -განაცხადა ლორა თორნტონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics