10:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 15:58:45, 1276 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი უწყებებს მოუწოდებს, ენმ-სა და „რ2“-ის მიერ წარდგენილი პოლ.რეკლამების ანგარიშებს შორის სხვაობა შეისწავლონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს შეისწავლონ, რატომ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში და აუდიტის სამსახურში წარდგენილი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამების ანგარიშებს შორის კრიტიკული სხვაობა.

„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დღეს გავრცელებული ანალიზიდან შევიტყვეთ, რომ გრიგოლ ვაშაძის შტაბმა და რუსთავი 2-მა აუდიტის სამსახურსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ერთმანეთისგან  აცდენილი ანგარიშები გააგზავნეს -  „რუსთავი-2“  მარეგულირებელ კომისიას აჩვენებს, რომ გრიგოლ ვაშაძემ 244,193 ლარით მეტი გადაუხადა მას, ვიდრე ეს აჩვენა ვაშაძის შტაბმა აუდიტის სამსახურთან" - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ  მარეგულირებელმა კომისიამ ათობით მაუწყებელი შეისწავლა და მხოლოდ ეს დარღვევა აღმოაჩინა.

„მესმის, რომ „რუსთავი-2“  „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული საკომუნიკაციო არხია, არც ის მიკვირს, რომ მეორე ტურში ვაშაძემ მარტო რუსთავი 2-თან ითანამშრომლა, მაგრამ როცა შენი კანდიდატის სასარგებლოდ მზად ხარ, შესაძლო კანონდარღვევაზე წახვიდე, ეს კრიტიკულად მიუღებელია. გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო საზოგადოება ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას და ამის ფონზე, როცა, ინფორმაცია იგება არა ფაქტებზე, არამედ სუბიექტურ ინერესებზე, ეს ნიშნავს,რომ პატივს არ სცემ არც ჟურნალისტის პროფესიას, არც საზოგადოებას და მხოლოდ ერთი პირის, ან პარტიის სამსახურში ყოფნა მიგაჩნია ცხოვრებისეულ ამოცანად“,  - აცხადებს უმრავლესობის წევრი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics