10:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 15:02:41, 1271 ნახვა

პოლიტიკა
„უზრუნველყავით საფუძვლიანი გამოძიება ია კერზაიაზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის საქმეზე“ - ევროპარლამენტარები პრემიერს მიმართავენ

ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, ზუგდიდის #6-ე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გამოძიება დროულად მოხდეს. 

ევრო დეპუტატების განმარტებით, საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება. 

“ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები მოგმართავთ, უზრუნველყოთ სასწრაფო და საფუძვლიანი გამოძიება ზუგდიდის ნომერ მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიაზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის საქმეზე, მისი გარდაცვალების მიზეზების დასადგენად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინსულტამდე რამდენიმე დღით ადრე, მან საჯაროდ განაცხადა მასზე განხორციელებული ძლიერი ზეწოლის შესახებ, რაც მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, ახლანდელი საქართველოს პრეზიდენტის სასარგებლოდ კამპანიაში მონაწილეობას გულისხმობდა. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წლის განმავლობაშ 8 სკოლის ინსპექტირება ჩაატარა, აქედან 7 ნოემბრის თვეში განხორციელდა, საპრეზიდენტო არჩვენების პირველ და მეორე ტურს შორის. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ველით, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოს, რომ მომავალ არჩევნებში საჯარო მოსამსახურეები არ გახდებიან რაიმე სახის ზეწოლის ობიექტები“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც "რუსთავი 2" ავრცელებს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics