10:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 14:52:03, 1381 ნახვა

პოლიტიკა
OSGF: ამომრჩევლის უმეტესობისთვის პარტიის ლიდერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საარჩევნო პროგრამა

 „ღია საზოგადოება - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის, 46%-სთვის ხმის მიცემის დროს უფრო მნიშვნელოვანია პარტიის ლიდერი და არა საარჩევნო პროგრამა.

საარჩევნო პროგრამა უფრო მნიშვნელოვანია 39%-სთვის, ხოლო 16%-მა არ იცის, ან კითხვას არ უპასუხა.

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობამ, 66%-მა თქვა, არასდროს არც ერთი პოლიტიკური პარტიის პროგრამა არ წაუკითხავს. კითხვაზე - წაგიკითხავთ თუ არა ოდესმე რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა? -  დადებითად 33%-მა უპასუხა.

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2.9%-ია, თუმცა, ღია საზოგადოების ფონდის ინფორმაციით, თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს.

საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics