01:30 - 22 Apr, 2026
|
2019-04-03 09:35:17, 1520 ნახვა
რეგიონი
ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლულმა ბავშვებმა ღამე საავადმყოფოში გაატარეს
თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლული 23 ბავშვი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 13 აღსაზრდელი ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული, 10 კი თელავის რეფერალურ კლინიკაში. ექიმების ინფომრაციით, აღსაზრდელების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, რომ სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში აღსაზრდელები მოიწამლნენ. სამედიცინო დაწესებულებებში ინტოქსიკაციით 23 ბავშვი იქნა გადაყვანილი. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაღში საკვები პროდუქტების სინჯები გამოსაკვლევად უკვე აიღეს. გარდა ამისა, როგორც „ექსპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)