01:29 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 18:32:36, 1427 ნახვა

რეგიონი
თელავის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში 23 ბავშვი მოიწამლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში აღსაზრდელები მოიწამლნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში ინტოქსიკაციით 23 ბავშვია გადაყვანილი.

როგორც ექიმები აცხადებენ, მათ დეზინტოქსიკაცია უტარდებათ.

„ბავშვებს აღენიშნებათ პირღებინება და ტკივილი მუცლის არეში, უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. დიდი ალბათობით, შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს რამდენიმე საათში გავწერთ, ხოლო საყურადღებო რამდენიმე პაციენტს დღეს კლინიკაში დავტოვებთ“, – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაღში საკვები პროდუქტების სინჯები გამოსაკვლევად უკვე აიღეს.

გარდა ამისა, როგორც „ექსპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics