|
2019-04-02 16:49:15, 1135 ნახვა
საზოგადოება
2 აპრილის მონაცემებით, შიდსის ცენტრში 7569 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებულია - სტატისტიკა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 135 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 178 შემთხვევა გამოვლინდა. 2 აპრილის მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7569 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5672 – მამაკაცია, 1897 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა. 1540 პაციენტი გარდაიცვალა. 2019 წელს გარდაიცვალა 24 აივ ინფიცირებული. 2018 წელს - 135, 2017 წელს - 127, 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი. 2019 წელს 15 გარდაცვლილთაგან: 18 მამაკაცია და 6 ქალი. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.4 % (2984) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.7 % (3532) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (859) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (52) - გადაცემის გზა დაუდგენელია. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2774 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 953 (აქედან ზუგდიდი - 641); შემდეგ იმერეთში 941 (ქუთაისი 460); აჭარაში 846 (ბათუმი – 545); აფხაზეთში (478); კახეთში (365) ქვემო ქართლში (389); შიდა ქართლში (287); გურიაში (160); ფოთში (113); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672. სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 42 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან; განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 103 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4; 2 დაუდგენელი გზით. საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ტესტირება და მკურნალობა უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზია: 238-80-18.
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)