2019-04-02 12:16:05, 908 ნახვა
საზოგადოება
გამსახურდიას სანაპიროს მიმდებარე ფერდობზე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ზვიად გამსახურდიას სანაპიროს (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფერდობზე დასუფთავებისა და მოწესრიგების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.
აღნიშნული ტერიტორია ამონაყრისგან და ლელქაშისაგან გაიწმინდება. ფერდობზე გაისხლება და დაფორმირდება ხე-მცენარეები, მოწესრიგდება მწვანე-საფარი.
აღნიშნული თარგების მოწესრიგება რამდენიმე წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნების და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან