2019-04-01 22:57:06, 1081 ნახვა
საზოგადოება
გინებისთვის დამაკავეს - თბილისში საპროტესტო აქციაზე დავით სუბელიანი და ვახუშტი მენაბდე დააკავეს
"გინებისთვის დამაკავეს" - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის" აქტივისტმა დავით სუბელიანმა განაცხადა. მასთან ერთად დაკავებულია კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც.
ჩვენ დაგვაკავეს, მაგრამ თქვენ არ დაიშალოთ! თქვენ მოდით!, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე თავის „ფეისბუქგვერდზე“ წერს.
ჭავჭავაძის #5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა დავით სუბელიანი და აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს.
აქციის მონაწილეები შეიჭრნენ იმ შენობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ 2 მუშა გარდაიცვალა. მათ ტერიტორიის დამცავი ღობე მოშალეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან