|
2019-04-01 16:51:12, 1824 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმდინარეობა გააცნო
1-ელ აპრილს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმებისა და საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფაქტობრივი პრეზენტაციები გაიმართა. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს თითოეული შეთანხმების ცალკეული ასპექტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გააცნო. მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ახალი შესაძლებლობების შესახებ, რომელიც წარმოიქმნა საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს და საქართველო - ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით განსაზღვრულმა დებულებების შედეგად. შეხვედრის ფარგლებში გენადი არველაძემ ასევე უპასუხა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებებთან დაკავშირებულ კითხვებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)