13:16 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 14:47:43, 1007 ნახვა

საზოგადოება
EMS გზავნილების მიმართულებით „საქართველოს ფოსტამ“ 2 უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მოიპოვა

მსოფლიო საფოსტო კავშირის შტაბ-ბინაში EMS კოოპერატივის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავი გენერალური ანსამბლეა გაიმართა.  EMS კოოპერატივის დაკვეთით ყოველწლიურად ტარდება წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორული შეფასება ორი მიმართულებით - მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) და სტანდარტების შესრულების (EMS Performance) კუთხით.

შეფასების შედეგად ხდება გამარჯვებული საფოსტო ოპერატორების გამოვლენა სამ საპრიზო ნომინაციაში: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. საქართველოს ფოსტამ 2018 წლის მონაცემებით ორივე მიმართულებით გაიმარჯვა და სტანდარტების შესრულების კატეგორიაში ოქროს  ჯილდოს მფლობელი გახდა, რაც ხაზს უსვავს იმ გარემოებას, რომ კომპანიამ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შესრულება.

„ჩვენთვის მეტად საამაყო შედეგია მსოფლიოს 181 საფოსტო ოპერატორს შორის გაღიარონ საუკეთესოდ და გადმოგცენ ოქროს პრიზი, ამისათვის მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს ფოსტის გუნდს, რომელმაც დიდი შრომა გასწია ასეთი შედეგების მისაღწევად. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ და „პოსტევროპის“ ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს ფოსტამ EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და შეიმუშავა ახალი საოპერაციო მოდელი, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების ყველა სტანდარტს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძე.

მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და მოიცავს 200-მდე ქვეყანას, პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

 

(R)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics