12:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 14:18:46, 512 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა ომალოში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ახმეტაში, გომეწრის ხეობაში ტრაქტორის გადავარდნის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, მეორეს კი სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინციდენტებზე რეაგირების განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება ახმეტაში, გომეწრის ხეობაში გადავარდნილი ტრაქტორის შესახებ.

ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა ერთი პიროვნება, მეორეს - 47 წლის მამაკაცს კი სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროებოდა. განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით შემთხვევის ადგილზე გადაფრინდნენ. სამაშველო ღონისძიების შედეგად, მაშველებმა დაზარალებული მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით თბილისში ჩამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics