2019-04-01 11:28:36, 1081 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 5 აპრილამდე - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
უწყების ცნობით, 2 აპრილს ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილიდან +12+17 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 1 აპრილს უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება. დღის ბოლოს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 2 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან