|
2019-04-01 11:32:16, 873 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი - გასულ წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მთლიანმა ბრუნვამ 9,2 მილიარდი ლარი შეადგინა
2018 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მთლიანმა ბრუნვამ (ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული დარიცხული შემოსავალი, დღგ-სა და აქციზის გარეშე) 9,2 მილიარდი ლარი შეადგინა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, აქედან 53,1 პროცენტი აშშ დოლარზე, 16,7 პროცენტი ევროზე, ხოლო 30,2 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის. „2018 წელს საქართველოში 739 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ერთეულების გარეშე) ფუნქციონირებდა, რომლის 37,6 პროცენტი ქ. თბილისში, 31,3 პროცენტი - აჭარაში, 8,9 პროცენტი იმერეთში, 8,5 პროცენტი ქვემო ქართლში, 3,9 პროცენტი კახეთში, 3,2 პროცენტი სამეგრელოზემო სვანეთში, ხოლო 3,7 პროცენტი დანარჩენ რეგიონებშია განთავსებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ 2018 წელს შეძენილ იქნა 919,0 მლნ. აშშ დოლარი და 279,5 მლნ. ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად შეადგენდა 904,0 და 292,8 მილიონს. 2018 წლის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მომსახურება გაუწიეს 6,7 მლნ. კლიენტს, საიდანაც 6,6 მლნ. ფიზიკური, ხოლო 20,7 ათასი - იურიდიული პირია. იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 83,5 პროცენტი ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 17,2 პროცენტი - უცხოელია. 2018 წელს სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა (კონვერტირებული ლარში) 38,2 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 37,4 პროცენტი აშშ დოლარზე, 9,7 პროცენტი ევროზე, ხოლო 52,9 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის. ბანკებში არსებული ფულადი სახსრების მთლიანი მოცულობა (1,9 მლნ.) სრულიად ნაწილდება მხოლოდ რეზიდენტ ბანკებზე“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)