10:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 10:55:04, 1588 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია!

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსახიობი და შოუმენი, ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ყოფილმა პრეზიდენეტმა უკრანიაში არსებულ ყველა დემოკრატიულ ძალას, ზელენსკის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია, ყველა დემოკრატიულ ძალას მოვუწოდებ, ყოველგვარი პირობების წამოყენების გარეშე მას მხარი დაუჭირონ. ახლა პოროშენკოსა და მისი გარემოცვის დამარცხების შესანიშნავი შანსია. ჩემი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ ფალსიფიცირების წინააღმდეგ იბრძოლებს და ასევე იბრძოლებს იმისათვის, რომ ზელენსკიმ გაიმაჯვოს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, 31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ექზითბოლების შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში მსახიობი და შოუმენი ვვლადიმერ ზელენკი და ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავაია, რომ ხმების ნაწილი უკვე დათვლილია და მისი მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics