03:57 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-31 14:09:05, 4437 ნახვა

ევროპის ამბები
გიორგი გახარია - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, პატივისცემით, ღირსებით უნდა მოვიხსენიოთ

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე იმყოფებოდა. გიორგი გახარია ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და პირველი პრეზიდენტის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

„ბევრი ქართველისთვის, ისევე როგორც თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს ამ პარაკლისს დაესწრო, რა თქმა უნდა, საკმაოდ ემოციურია ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად, ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები პირველ რიგში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას უკავშირდება. შემდეგ უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას  და რა თქმა უნდა, პირველ პრეზიდენტს. უაღრესად დიდი ვალდებულება გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ მე-20 საუკუნის  ეს უდიდესი მიღწევა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, პატივისცემით, ღირსებით მოვიხსენიოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ინსტიტუციონალურად ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი და მომავალზე ორიენტირებული“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics