|
2019-03-30 19:11:56, 1608 ნახვა
რეგიონი
ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბის ფინალისტები გამოვლინდნენ
ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბის ფინალური ეტაპი ჩატარდა. ბრიტანეთის საბჭო დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინგლისური ენა თემისთვის“, რომლის ფარგლებშიც 29 მარტს სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში ფინალური ღონისძიება გაიმართა, დაჯილდოვდნენ კონკურსის „ცხოვრება კონფლიქტების გარეშე“ გამარჯვებულები. პროექტის მიმდინარეობისას ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ თავიანთი თემის ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს მოხსენებები ინგლისურ ენაზე. დაჯილდოების ღონისძიებაზე მოწვეულმა თემის წარმომადგენლებმა მოისმინეს ბავშვების შეხედულებები კონფლიქტის თემაზე და მათი მისწრაფებები. კონკურსის ყველა ფინალისტი დაჯილდოვდა სერტიფიკატით, გამარჯვებულ 5 მოსწავლეს კი ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულ ბავშვს მასწავლებელთან ერთად ნოუთბუქი გადასცეს, მომდევნო ოთხ ადგილზე გასულ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კი - პლანშეტები. საუკეთესო მოსწავლეები და მათი მასწავლებლები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მენეჯერმა მარიამ ძაგნიძემ და „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ ორგანიზაციის დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ დააჯილდოვეს. ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი ტყვიავში 2018 წლის 13 დეკემბერს დაიწყო. კურსის ფარგლებში რუხის და ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრებში ენა 300-ზე მეტმა მოსწავლემ შეისწავლა და 25 მასწავლებელი გადამზადდა. იუსტიციის სამინისტროს მიზანია, კონფლიქტის ზონის სოფლებში ინგლისური ენის სწავლება ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით ხელმისაწვდომი გახადოს და ადგილობრივი თემი გააძლიეროს. ბრიტანეთის საბჭომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პარტნიორობით, ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბები გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 საზოგადოებრივ ცენტრში: ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, წალკის, ვალესა და კაბალის საზოგადოებრივ ცენტრებში გახსნა.
(NS)
FT: ევროკავშირი რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)