13:44 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-30 15:56:14, 1349 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა

ბიძინა ივანიშვილი ქალაქ ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა.

ამჟამად ტაძარში ქვის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. საკათედრო ტაძარში გადახურვის და მოხატვის სამუშაოებია ჩასატარებელი,  ასევე ასაშენებელია სამრეკლო, მოსაწესრიგებელია ტაძრის ეზო.

ბიძინა ივანიშვილმა  ადგილობრივებს ტაძრის  სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა.

„მე მგონი რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს  ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია.  ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი  , მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც  მივიღებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მშენებარე საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 2011 წლიდან მიმდინარეობს. ტაძარს 15 ივლისს  ათასობით პილიგრიმი საქართველოდან და უცხოეთიდან სტუმრობს. ამ დღეს (ვლაქერნობას), მომლოცველებს საშუალება აქვთ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართი მოილოცონ.

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის  საკათედრო ტაძარი სამების  შემდეგ  ახალაშენებულ ტაძრებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics