00:32 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 13:24:49, 1532 ნახვა

კომენტარი
ზარდიაშვილი: ბესელიას დღის წესრიგშია, პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს - მისთვის პასუხის გაცემა უკვე არარელევანტურია

„ეკა ბესელიას დღის წესრიგშია, რომ არა საქმით და საქმეზე იყოს ორიენტირებული, არამედ პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს, შესაბამისად, მე მასზე განცხადებების გაკეთებას აღარ ვაპირებ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქმიანი გარემო ჭორაობაზე გადავიდა, საზოგადოებას კი, ამისთვის დრო არ აქვს.

 „ქვეყანაში პოზიტიური ფონი არ არის და არ ვაპირებ, ეკა ბესელიას დღის წესრიგს ავყვე და საზოგადება კიდევ უფრო გადავღალო მასზე სერიებით. ეკა ბესელიასთვის პასუხის გაცემა არარელევანტურია და დამატებით კომენტარებს აღარ საჭიროებს. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ეს არის ამორალური ქმედება. ეს ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რაც შეიძლება, მალე გამოიძიონ და საზოგადოებას კითხვებს პასუხები გაეცეს. ბესელიას მიზანს წარმოადგენს, რომ დღის წესრიგში ყოველდღე იყოს, თუმცა ქვეყანაში სხვა უამრავი საკითხია. ათობით კანონპროექტს ვიხილავთ, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ბესელიაზე პასუხების გაცემას აღარ ვაპირებ, რადგან შემდგომი ორი წელი მუდმივად იქნება მსგავსი პროვოკაციები. საქმიანი გარემო ჭორაობაზე გადავიდა, საზოგადოებას კი, ამისთვის დრო არ აქვს. საზოგადოებას ამ პროცესის ყურებისთვის ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics