|
2019-03-28 15:04:05, 1500 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: სუს-ის ანგარიში ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზეა მომზადებული
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ 2018 წლის შემაჯამებელ ანგარიშს გამოეხმაურა. ბახტაძემ ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ინფორმატიული იყო. პრემიერმა სუს-ის ყველა თანამშრომელს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. "ანგარიში არის ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადებული, არის ინფორმატიული, სადაც ხაზგასმულია და აქცენტები სწორედ არის დასმული იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, ამავე დროს, იმ პრევენციულ მექანიზმებზე, რომელიც შეიქმნა სუს-ში. მე ვფიქრობ, რომ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც აქვს სუს-ს, ის ადეკვატურად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ნახსენებია ანტიტერორისტული ღონისძიებები და პრევენციები. მე ჩვენს ოპონენტებს ვურჩევდი, წაიკითხონ ჩვენი პარტნიორების შეფასებები, როგორ აქტიურად არის ჩართული ჩვენი სამსახურები, ამ შემთხვევაში სუს-ი და როგორ ეფექტურად მოქმედებენ ისინი ჩვენს მეგობრებთან ერთად. ეს იქნება ადეკვატური რეაქცია თუ ვინმეს მართლა უნდა გაერკვეს რეალობაში. პოლიტიკური შეფასება საქართველოში, უკვე სამწუხაროდ იქცა ერთგვარ სტანდარტად, რომ აუცილებლად უნდა იყოს სუბიექტური. არსებობს საკითხები, რომელზეც არსებობს ძალიან სერიოზული კვლევები ჩატარებული, შეფასებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ. სურათი არის ძალიან ნათელი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სუს-ის ყველა თანამშრომელს ვუთხრა მადლობა 24-საათიანი შრომისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. საქართველოს წინაშე არის უამრავი გამოწვევა, დარწმუნებული ვარ, სწორი სამოქმედო გეგმით და ერთსულოვნებით ყველაფერს გავუმკვლავდებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)