|
2019-03-27 16:32:03, 2694 ნახვა
სამხედრო
ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოშია
საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალს სერ სტიუარტ პიჩს და დელეგაციის წევრებს თბილისის სამთავრობო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდა. აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტი სასტუმრო „ბილტმორში“ სხდომას გამართავს. სესიას ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ. ვიზიტის მეორე დღეს ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს. დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასაც (GDRP) გაეცნობიან. ნატოს სამხედრო წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით დაასრულებენ, სადაც „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან. ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს მესამედ სტუმრობს. უწყება ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ექვემდებარება. სამხედრო კომიტეტი ადგენს ინსტრუქციებს ნატოს პოლიტიკური სტრუქტურებისათვის, სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით და პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო საქმიანობაზე. სამხედრო კომიტეტი აფასებს ნატოსთვის შესაძლო საფრთხის შემცველი ქვეყნების სამხედრო ძლიერებასა და შესაძლებლობებს. საომარი მდგომარეობის, კრიზისული სიტუაციების ან ალიანსის სამშვიდობო-სამხედრო ოპერაციების დროს მას ევალება მოხსენებებისა და რეკომენდაციების წარდგენა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფისთვის. აღსანიშნავია, რომ სამხედრო კომიტეტი შეიმუშავებს დირექტივებს ნატოს სამხედრო სარდლობებისათვის, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთო უსაფრთხოების, თავდაცვისა და კრიზისების მართვის საკითხებზე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებთან.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)