2019-03-27 15:15:16, 1465 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მძღოლები რუსთაველზე აქციას მართავენ - დაკავებულია 1 პირი
რუსთაველის გამზირზე, ტაქსის მძღოლები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც მანქანების თეთრად გადაღებვა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლა მოუწევთ
აქცია-მსვლელობა ვაგზლის მოედნიდან დაიწყო, საიდანაც მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და ქუჩა დროებით გადაკეტეს. სამართალდამცველებმა მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ინციდენტის დროს აქციის ერთი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მძღოლებთან ერთად აქციაზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი იმყოფება.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან