|
2019-03-27 12:28:18, 1080 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ტენდენცია, რომ ყველა მშენებლობა დანაშაულია, რაც სწორი ქმედებებით უნდა გამოვასწოროთ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობა კანონის სრული დაცვით ხორციელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ადგილობრივებს, რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაში იყო, საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ. „რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ტვერელის სახელობის ტაძართან, 8 მარტის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ. ამ ადგილზე ადრე ბარაკები იყო და ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. დღეს, მათი პირობების გაუმჯობესება და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ხდება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კორპუსების მშენებლობაზე საუბარი არ არის და კოეფიციენტის მატება მოხდება. ეს არის ორ-სამსართულიანი ტერასული ტიპის სახლები. გულწრფელად რომ ვთქვა, თავიდან როცა სამუშაოები, გადათხრილი მიწის ნაკვეთი ვნახე, ეჭვი მეც გამიჩნდა. შესაბამისად, დავინტერესდი, რეალურად რა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველა პროცესი კანონის დაცვით მიმდინარეობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა, მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, რომ საზოგადოების იმ ჯგუფს, რომელიც აღნიშნული მშენებლობით არის დაინტერესებული, სრული ინფორმაცია მიაწოდოს. „მინდა ჩემი თანამშრომლების მიმართ საყვედურის სახით ისიც ვთქვა, რომ როდესაც ეს თემა აქტუალური გახდა, ალბათ შესაბამის სამსახურებს უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ და დაინტერესებული ადამიანების ჯგუფი უნდა დაებარებინათ. არ ვსაუბრობ ოპონენტებზე. ვიცით, რომ მათ გარკვეული ინტერესები აქვთ და ყოველთვის ეცდებიან, ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. მინდა ილია ელოშვილს ვთხოვო, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც თბილისზე გული შესტკივათ, სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა ინვესტორი დაავალდებულა, რომ გაემაგრებინა ეკლესიის ღობე, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და პირველ რიგში, აღნიშნული სამუშაოების განხორციელება დაიწყო. კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული შეხედულება, რომ ყველა მშენებლობა დანაშაულია, უნდა შეიცვალოს და ამას მუნიციპალიტეტი ქალაქის სწორი განვითარებით მოაგვარებს. „სამწუხაროა, რომ ის, რაც წლების განმავლობაში აღმშენებლობად ითვლებოდა, დღეს უკვე ერთგვარ დანაშაულად ითვლება. ეს კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ისიც მესმის, რატომ არსებობს ეს დამოკიდებულება. ბევრი არასწორი პროექტი განხორციელდა ისეთ ადგილებში, სადაც არ უნდა გაკეთებულიყო. ადამიანებში ჩამოყალიბებულია ტენდენცია, რომ ყველა მშენებლობა დანაშაულია და არ აინტერესებთ, კანონის დაცვით კეთდება ის თუ არა. ჩემთვის მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რეალობა შევცვალოთ სწორი ქმედებებით, სწორი პროექტების განხორციელებით და ქალაქის ურბანულად სწორი განვითარებით. ჩვენ გვაქვს გენგეგმა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ქალაქის სწორ განვითარებას გულისხმობს. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში, არსებულ პრობლემებს მოვაგვარებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)