01:27 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 10:32:04, 1414 ნახვა

რეგიონი
შუახევში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მიმდინარეობს

შუახევის მერის ფრიდონ ფუტკარაძის უშუალო დავალებით,  მუნიციპალიტეტში აქტიური კონტროლი მიმდინარეობს  გასულ წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მიზნად ისახავს საგარანტიო პერიოდის გამოყენებით წარმოშობილი ხარვეზებისა და დაზიანებების  აღმოფხვრას.

მონიტორინგის მიზნით, დღეს შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, კომისიის წევრებთან ერთად, დღვანის წყალსადენზე იმყოფებოდა, სადაც საფილტრი დანადგარები გასულ წელს შპს ,, ეკო ლაინმა“ მოაწყო და ჩამხჩობი ჭების დამონტაჟების შემდეგ, მისი ქსელში ჩართვის ვალდებულებაც  სამუშაოების მწარმოებელს ხელშეკრულების შესაბამსად გააჩნია.

 დღეის მდგომარეობით  სამი გამწმენდი ნაგებობიდან უკვე ჩართულია  ერთი, ხაბელაშვილები - ხიჭაურის წყალსადენზე,ხოლო დარჩენილ ორის ჩართვასთან დაკავშირებით შემსრულებელ კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ თუ  გონივრულ   ვადაში არ  გამართავს დღვანისა და ღომის მაგისტრალზე საფილტრ დანადგარებს მის მისამართით განხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიებები.

ასევე წერილი გაეგზავნა და გონივრული ვადა მიეცა დაზიანებების აღმოსაფხვრელად შპს ,,ალსოფს“, რომელმაც წყალსაყრის ადმინისტრაციული სახლი ააშენა.

მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და შემოწმდება ყველა ის პროექტი, რომლებსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პერიოდი არ გასვლია.

პარალელურად მერია, ყველა  სამშენებლო პროცესს  გაუწევს კონტროლს. ყურადღება  გამახვილდება პროექტების განხორციელების ვადებსა და სამუშაოების ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics