09:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 16:24:23, 1448 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - სასამართლომ ე.წ. უდოს კომისიას დაავალა, ვანო მერაბიშვილის საკითხზე ხელახლა იმსჯელოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, სასამართლომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას დაავალა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საკითხზე ხელახლა იმსჯელოს. 

ჩივიაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 1-თვიანი ვადა ჰქონდა, რომელიც დღეს 15:00 საათზე ამოიწურა. ადვოკატის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ 25 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.

„ეს გადაწყვეტილება არის უკვე კანონიერ ძალაში შესული. იუსტიციის სამინისტროს ის არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, ვალდებულია ახლა ვადაზე ადრე განთავისუფლების კომისია იმსჯელოს კანონით დადგენილ ვადებში. როგორც წესი ეს ვადები არის თვის 25 რიცხვიდან შემდგომი თვის 5 რიცხვამდე და მოახდინოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა. იმის გათვალისწინებით, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის სამართლებრივ აქტში ჩაწერილი საფუძვლები სასამართლოს მიერ იქნა მიჩნეული უსაფუძვლოდ, რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ მათ იმსჯელონ დაუყოვნებლივ და გაათავისუფლონ მერაბიშვილი პატიმრობიდან,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა. 

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics