01:44 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 14:39:05, 1725 ნახვა

კომენტარი
უგულავა ლადო კახიძეზე: „ოცნება“ უბრალოდ დაგვცინის, ამ პარლამენტს სადღეგრძელოები აკლია?!

"თუ ვირჩევთ დეპუტატს, ლადო კახაძე შეურაცხყოფაა. „ქართული ოცნება“ უბრალოდ დაგვცინის", - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ მიერ ექიმ ლადო კახაძის კანდიდატურის წარდგენას.

როგორც უგულავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ახაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიიდან 2016 წელს იყარა კენჭი და ხმების 2,3% მიიღო.

“თუ გჭირდებათ ეხოსკოპისტი კი ბატონო, ბაზარი არაა! თუ ვირჩევთ თამადას მოსულა (მე არ მომწონს მაგრამ ოკ), მაგრამ თუ ვირჩევთ დეპუტატს ლადო კახაძე უბრალოდ შეურაცხყოფაა. ქართული ოცნება უბრალოდ დაგვცინის. ამ პარლამენტს სადღეგრძელოები აკლია? ეხოსკოპისტი და მარკშეიდერი ჭირდება? შეგახსენებთ: კახაძემ ბურჭულაძის პარტიიდან 2016 იყარა კენჭი მთაწმინდაზე და 2,3% მიიღო. მაშინ "ბურჭულაძეები" მოღალატეები იყვნენ "კობახიძეებისთვის" - ახლა რა შეიცვალა? სადაა ლოგიკა, თანმიმდევრულობა ან ნამუსი - თქვე მართლა "დედის საშო გამოვლილო ნაყოფნო" ( ლ. კახაძე). #შალვაშავგულიძე - სამართლის უზენაესობა“, - წერს გიგი უგულავა. 

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics