|
2019-03-23 13:05:37, 1851 ნახვა
რეგიონი
ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ
აჭარას სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ. The Times-ის, National Geographic-ის, ასევე პოპულარული სამოგზაურო და სამთო ტურისტული ჟურნალების Snow-Forecast.com-ის, InTheSnow Magazine-ისა და Mpora-ს ჟურნალისტებმა სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ მოინახულეს. მედიატურის წარმომადგენლები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, მთის კურორტების მართვის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუმრობდნენ. კურორტ გოდერძის გარდა სპორტულმა ჟურნალისტებმა გუდაური, სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები დაათვალიერეს. წამყვან ბრიტანულ გამოცემებში საქართველოს მთის კურორტების შესახებ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. „კურორტი გოდერძი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული პროდუქტია აჭარისთვის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებისთვის. ამ ეტაპზე კურორტზე 133 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კურორტის განვითარებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ კურორტის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. ის ერთადერთი კურორტია, რომელიც განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით ვითარდება და მალე, ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სტანდარტების სამთო-სათხილამურო კურორტს, რომელიც ტურისტებს წლის ნებისმიერ დროს უმაპისნძლებს“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)