|
2019-03-23 11:14:10, 1861 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ევროკავშირის დაძმობილების ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოში დაიწყო ევროკავშირის დაძმობილების ახალი პროექტი „ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის ამაღლება საქართველოში“, რომლის მთავარი პარტნიორი ქვეყანა საბერძნეთია. პროექტი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის დაძმობილების პროექტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის ამაღლების პროცესში. „აღნიშნული რეფორმა, ხელს უწყობს გაუმჯობესებული კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბებას, ბიზნესსექტორში გამჭვირვალობის ზრდასა და მის განვითარებას. იგი მნიშვნელოვანია ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკაში რისკების შემცირებისთვის. ამ რეფორმის შედეგები აისახება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე. ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია რეფორმის გაძლიერებისა და აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. „ევროკავშირის სტანდარტებსა და პრაქტიკასთან საქართველოს კანონის მეტად დაახლოება და სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფინანსური გამჭვირვალობის და სტაბილურობის განმტკიცებას, რაც უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, ვინსენტ რეიმ. „მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის. აუცილებელია ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი იყოს სანდო და გამჭვირვალე. ამ სფეროში საქართველო არ განიცდის გამოცდილების ნაკლებობას, თუმცა საჭიროა, ქვეყანამ პირნათლად შეასრულოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, რადგან საბერძნეთმა გაიარა ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ჩვენც გვქონდა იგივე პრობლემები, რომლებიც ამჟამად თქვენ წინაშეა, ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენთვის უფრო მარტივია დაგეხმაროთ რეფორმის განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა. პროექტის ლიდერებმა - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, იური დოლიძემ და პანაიოტის იანოპულოსმა, საბერძნეთის ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების ზედამხედველობის საბჭოდან (HAASOB), შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს პროექტის ამოცანები და აღნიშნეს, რომ საერთო მიზნების მისაღწევად, ისინი გეგმავენ მჭიდრო და გრძელვადიან თანამშრომლობას. პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ბიზნესასოციაციების, სახელმწიფო დაწესებულებების, აკადემიური წრეების, პროფესიული ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. დაძმობილების პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც მიიღწევა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან სრულფასოვანი დაახლოების გზით. პროექტი ასევე დაეხმარება საქართველოს, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში. საწარმოების ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის ამაღლება არსებითად მნიშვნელოვანია უფრო გამჭვირვალე, სტაბილური და კეთილდღეობის ხელშემწყობი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისთვის და შედეგად, ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
(NS)
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)