01:44 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 15:37:15, 1633 ნახვა

კომენტარი
​„TBC-ზე კიბერშეტევა მანამდე იყო ლიკვიდირებული, ვიდრე წერილს მივიღებდით“ - გახარია ბრალდებებს პასუხობს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა მანამდე იყო ლიკვიდირებული, ვიდრე კონკრეტული ადრესატისგან უწყება წერილს მიიღებდა. 

მინისტრმა ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა, მათ შორის "თიბისი ბანკზე" მის შესაძლო გავნელანსთან და სამეგრელოში წინასაარჩენო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშრებით. გახარიას მტკიცებით, ყველა ტიპის ბრალდება პოლიტიკური კონტექსტით არის განპირობებული და ეს ოპოზიციის ნარატივია. 

„ეს ყველაფერი არის განპირობებული პოლიტიკური კონტექსტით და პოლიტიკური მოტივაციით და გასაგებია. ეს არის ოპოზიციური ნარატივი და ეს მისაღებია. ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორც წერილს, გახსოვთ იყო ასეთი ბრალდება, რომ გახარია აიძულებს "თიბისი ბანკს" წილების დათმობას. შემდგომ ამას რა რეაქცია მოჰყვა "თიბისი "ბანკის მფლობელებისგან? - არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე წერილით მომართვა შედგებოდა. ამ საქმესთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მექნება დეტალებში შესვლის საშუალება. კიბერთავდასხმის ის ლოკაცია, რომელიც უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით, ამ კონკრეტული ადრესატისგან უკვე აღმოჩენილი იყო და უკვე საფრთხეც იყო ლიკვიდირებული და ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება და გავშლი ამას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics