|
2019-03-22 15:38:56, 1460 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე ენმ-ზე - მაშინ ხალხს ატყუებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ახლა ატყუებენ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ეხმაურება და ოპოზიციის გამოსვლებს პასუხობს. როგორც ხუნდაძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მმართველობის პერიოდში საზოგადოებას ატყუებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ახლა კი ატყუებს, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად არის. „სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ისევ ნაცმოძრაობის გამოსვლებზე გვიწევს კომენტარის გაკეთება. კრიმინალი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ კრიმინალზე უნდა საუბრობდეს ის, ვინც იცის კრიმინალთან ბრძოლის სწორი წესები. ნაცმოძრაობა ამ მხრივ მაგალითად ვერ გამოდგება. მათი მეთოდი, რომ დანაშაული დანაშაულით უნდა აღკვეთო, არასწორია. ძალადობა კვლავ ძალადობას წარმოშობს. მათ პერიოდში ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტას ეფექტური მმართველობა ერქვა. დღეს კი ზოგიერთი მათგანი კანონის დაცვას „უნიათობას" ეძახის. კრიმინალი რომ დღესაც არის, ამაზე არავინ დაობს. მაგრამ, განსხვავება ის არის, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში გაიზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობის ფაქტები. დაემატა ისეთი დასჯადი დანაშაულებები, რომელიც მანამდე რეაგირების მიღმა რჩებოდა. მაგალითად, ოჯახური ძალადობა. დღეს ამ დანაშაულისთვის 600-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს დანაშაულის სტატისტიკაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ეს საზოგადოებას მიეწოდება. უნდა გაგრძელდეს დანაშაულთან ბრძოლა წესების დაცვით და არა ისე, როგორც ხდებოდა მანამდე. ხელისუფლების ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, საზოგადოება ნეგატიურ ინფორმაციაში გახვიონ. ყოველ დღე საინფორმაციო საშუალებებით ნაკადად მოედინება ნეგატივი კრიმინალზე, მაშინ, როდესაც მათ პერიოდში, გაცილებით მეტი დანაშაულის პირობებში ამის მეათედიც კი არ მიეწოდებოდა ხალხს. ნაცმოძრაობის წევრები მაშინ ხალხს ატყუებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ახლა კი ატყუებენ, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად. ისინი დღემდე ტყუილების პოლიტიკიდან ვერ გამოვიდნენ და როგორც ჩანს, მომავალშიც ასე გააგრძელებენ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)