|
2019-03-22 15:30:51, 1343 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი პრემიერს: ენმ-მ შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, „ოცნებამ“ კი, კრიმინალურ კარტერს დაამსგავსა
„ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და იქნება ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელმაც დაამსგავსა ჩვენი სახელმწიფო სამწუხაროდ, კრიმინალურ კარტერს“, -ასე მიმართა ენმ-ს სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.’ სალომე სამადაშვილისთვის მიუღებელია მთავრობის არგუმენტი, რომ ქვეყანაში კრიმინალური მენტალიტეტის გამო იზრდება დანაშაულის სტატისტიკა. მაშ თქვენ ამბობთ, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ბრალია დანაშაულის ზრდა და ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი?- თქვენმა არაფორმალურმა მმართველმა ხომ არა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქურდივით იბარებს ბიზნესმენებს საქმის გასარჩევად და ანაწილებს, ალაგებს საქმეებს ბიზნესმენს შორის ქურდული წესებით, კანონის და სამართალის გვერდის ავლით. თუ ბატონმა ფარცხალაძემ, რომელიც ხან ხალხს ურტყამს დაუსჯელად ქუჩაში და ხან სარდაფში ჩაჰყავს ხალხი საქმის ვინ შექმნა კრიმინალური მენტალიტეტი ამ ქვეყანაში თუ არა მირზა სუბელიანმა, რომელმაც დაალაგა სარალიძის საქმე ისე, რომ დღემდე ვერავის ვერ გაურკვევია ვინ მოკლა დათო სარალიძე და მამამისი დღესაც დგას პარლამენტის წინ და ელოდება პასუხს ხელისუფლებისგან. თუ თქვენმა სუს-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა გომელაურმა, რომელმაც განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის გამტაცებელს, ალბათ, ვერასდროს ვერ იპოვიან, იმიტომ, რომ ბევრი საქმე გამოუძიებელი რჩება. თუ ქალბატონმა წულუკიანმა შექმნა კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც ხან ქურდებთან სურათებს იღებს და ამ ტრიბუნიდან აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის მკვლელობაში ვინ არის დამნაშავე არ იცის და არც აინტერესებს თუ ბატონმა კალაძემ, ასევე თქვენმა თანაგუნდელმა, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტებს პირადად ხვდება და აცილებს მერე სხვა ქვეყნებში. ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი, ბატონო პრემიერო, მაინტერესებს და საერთოდ აზრი როდის შეიცვალეთ იამზე, რომ ძალიან ფუნდამენტურად მიუღებელი იყო თქვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ რავიცი, შემომწირველებს შორის იყავით, როგორც აღმოჩნდა ენმ-ის მმართველობის პირობებში ამ პარტიის და მთავარი მიზეზი, რომელზეც თქვენ აქ საერთოდ არ საუბრობთ. ბატონო პრემიერო, კრიმინალი და დანაშაული იზრდება სიღატაკესთან და სიღარიბესთან ერთად და ქართველი ხალხი არის თქვენგან გაღარიბებული და გაღატაკებული“, -მიმართა სალომე სამადაშვილმა პრემიერს.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)