|
2019-03-22 13:22:55, 1510 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - მზად ვარ, მოვისმინო შენიშვნები და წინადადებები, თუ ეს ნაკარნახევია ობიექტური კრიტერიუმებით
„კარგად მესმის ოპოზიციის მნიშვნელობა, ამიტომ მზად ვარ, მოვისმინო შენიშვნები და წინადადებები, თუ ეს ნაკარნახევია საქმის გულშემატკივრობით და ობიექტური კრიტერიუმებით“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ინტერპელაციის ფორმატის დანერგვა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობა პარლამენტსა და მთავრობას შორის მნიშვნელოვანი პროგრესია. „დღეს პირველად ვხვდებით ინტერპელაციის ფორმატში, რაც სრულიად ახალი პლატფორმაა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობაში. დიახ, ამ ფორმატის შემოღება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, მეტიც, ჩვენ ეს კონსტიტუციურ ნორმად ვაქციეთ. პირველ რიგში, ეს არის პატივისცემის გამოხატულება ჩვენი საზოგადებისადმი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, ყოველთვის წარვდგეთ სქართველოს პარლამენტის წინაშე და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. პარლამენტსა და მთავრობას შორის ასეთი თანამშრომლობა ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრესია. მთელი ჩვენი გუნდი, მთავრობის ყველა წევრი პასუხობს პარლამენტის მიერ დასმულ შეკითხვებს და ბოლო სამი დღე ამის ძალიან კარგი მაგალითია. ახლა რაც შეეხება უშუალოდ საკითხს. პირველ რიგში, ვიდრე შევაფასებთ ან დასკვნებს გამოვიტანთ, ჯერ საკითხის არსში უნდა გავერკვეთ. იმისათვის, რომ პასუხი გავცე თქვენს შეკითხვას, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რეალურად გაუარესდა თუ არა კრიმინოგენური ვითარება საქართველოში და მართლა გაიზარდა თუ არა კრიმინალი. ასევე უნდა დავაზუსტოთ ინტერპელაციაში მონაწილე მხარეების პოლიტიკური ინტერესებიც. თქვენი კითხვის ფორმულირებაში იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ჩემი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ ადგილი აქვს მცდელობას საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა და განცდა, რომ თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად. გასაგებია, რომ ჩვენ შორის არსებობს ღირებულებითი განსხვავებები, ეს ლოგიკურიც არის სხვაგვარად ვერც იქნება. ძალიან ბევრ საკითხზე ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. მე კარგად მესმის ოპოზიციის მნიშვნელობა, ვაფასებ და ამიტომ მზად ვარ, მოვისმინო ობიექტური შენიშვნები და წინადადებები, თუ ეს ნაკარნახევია საქმის გულშემატკივრობით და ობიექტური კრიტერიუმებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)