|
2019-03-22 10:31:04, 1922 ნახვა
რეგიონი
შუახევში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ,,არავინ დატოვო მიღმა“- ამ გზავნილით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2019 წელს მეცამეტედ აღინიშნა. დღეს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მერიის ტურიზმის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება პრეზენტაცია - #არავინდატოვომიღმა. 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოდ ჭრელი წინდის ტრადიციაც დამკვიდრდა, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ამ დღის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა. ღონისძიებას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე,საკრებულოს წევრები ფატი ჭაღალიძე, ედნარ კეჟერაძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)