13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 09:25:07, 1014 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზის შვილები არ დავტოვოთ თანასწორ გარემოში ცხოვრების გარეშე

თბილისის მერმა სოციალური ქსელის საშუალებით მიმდინარე ვიდეოდიალოგი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიმართვით დაიწყო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს ამ ადამიანების თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის შექმნისთვის.

„დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზის შვილები არ დავტოვოთ სიყვარულის, ყურადღების, თავისუფალი არჩევანის, განათლებისა და თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევქმნით ერთიანი ძალისხმევით  ისეთ საზოგადოებას, რომელიც გააქრობს ყველა ბარიერს, რომლის მიღმაც, სამწუხაროდ, დღეს კიდევ რჩებიან ადამიანები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ვიდეოდიალოგი თბილისის მერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს. კახა კალაძე მოქალაქეთა შეკითხვებს თბილისის ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან და ჩუღურეთის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და ისნის რაიონების გამგებლებთან ერთად პასუხობს. 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics