02:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 16:30:10, 1518 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი ოპოზიცია - მე ვიცი ივანიშვილის ფასი და ის თქვენი სახსენებელი არ არის

„თქვენ ხართ სუსტი ჩემს თვალში, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს.

წულიკიანის თქმით, ენმ-ს წევრებს სწორედ იუსტიციის სამინისტროს წარმატებები არ მოსწონთ. 

"თქვენ ხართ სუსტი ჩემს თვალში ეს ასეა. მინისტრის საათი განკუთვნილია იმისთვის, რომ მოისმინოთ სამთავრობო პროგრამის ანგარიში. ვისაუბრე 45 წუთის განმავლობაში. ვაჩვენე რა გაკეთდა, რას ვაკეთებთ და მომავლის პერსპექტივა და ვისაუბრე პოზიტივზე. იუსტიციის სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ხარვეზები, მაგრამ ჩვენი სამინისტრო ერთ-ერთი წარმატებულია. რა თქმა უნდა ეს თქვენ არ მოგწონთ ოპოზიციას ვგულისხმობ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა სხდომაზე ასევე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მიერ გაჟღერებულ კრიტიკას ბიძინა ივანიშვილის მისამართით და აღნიშნა, რომ მან ივანიშვილის ფასი კარგად იცის. 

„როდესაც თქვენ "ნაციონალური მოძრაობა" ბედავთ ჩემს გადადგომაზე საუბარს, მე რა ვუთხარი ბახტაძეს, რა მიპასუხა, რა შენიშვნა მომცა ბახტაძემ, იმან რა მითხრა, მე რა ვუთხარი ივანიშვილს, ეს ივანიშვილი თქვენი ასე მარტივად სახსენებელი არ არის. თქვენ ბევრჯერ მკითხეთ ქალბატონო თეა რა იცით თქვენ ბატონ ბიძინაზე?- მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ. ის სიკეთეები ვიცი, რაც მას უკეთებია და მე ვიცი მისი ფასი. ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის გარანტი ქვეყანაში მშვიდობიანობის, სტაბილურობის და იმისა, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის არის საკმარისი, იმისთვის რომ მის გვერდით ვიდგე, ვიქნები მინისტრი, თუ ამომრჩეველი, არსად გამოხტომას არ ვაპირებ, არ ვიქნები ამ საზოგადოებისთვის მისაღები არაა პრობლემა, მე ვიქნები ამ გუნდის წევრი და "ქართული ოცნების" წევრობა არ არის ამისთვის საჭირო“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics