14:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 14:01:31, 377 ნახვა

საზოგადოება
ზვიად სიჭინავა: შექმნილ ყველანაირ პრობლემაზე პასუხისმგებელი biletebi.ge-ა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, შექმნილ ყველანაირ პრობლემაზე პასუხისმგებელი biletebi.ge-ა.
ამის შესახებ სიჭინავამ „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა. 
მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაცია და "უეფა" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  ბილეთების გაყიდვა სწრაფად დაიწყოს. 
„ყველანაირი პრობლემა რაც შეიქმენება, პასუხისმგებელი არის biletebi.ge. გუშინ მოგვცეს გარანტიები, რომ არანაირი პრობლემა შეიქმნებოდა. ტესტი ჩატარებულია. ტესტი გათვლილი იყო 2500 მყიდველზე ერთდროულად. სამწუხაროდ დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია, იყო 10:05 რომ საიტზე შემოვიდა 10 ათასი კაცი. რა თქმა უნდა, გაუჭირდათ, მაგრამ გვყავს ხაზზე და არამარტო ფედერაციას, არამედ უეფას, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ხარვეზები გაასწორონ და ნორმალური გაყიდვები დაიწყონ ბილეთების.
კონტრაქტით ვალდებულები არიან, რომ დღეს გაიყიდოს ბილეთები. ბილეთების გაყიდვა უნდა დაწყებულიყო 09:00 საათზე. ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არ იყო გათვლილი, როგორც ახლა ვხვდებით. გარანტიებს კი გვაძლევენ, მაგრამ ტექნიკურად არ ყოფილან მზად იმისთვის, რომ ასეთი რაოდენობის ხალხი შემოვიდოდა საიტზე“ - განაცხადა ზვიად სიჭინავამ. 
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" უეფას სუპერთასზე "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics