|
2019-03-21 15:20:37, 1094 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი ოპოზიციას - როგორ შეიძლება ადეიშვილის ჩრდილში ვიყო, როცა მან ქვეყნიდან „მოცოცხა“, ცოცხი ხომ თქვენი სიმბოლოა
„ბატონი მიჰა“ ვერ ჩამოდის ქვეყანაში, რომელიც თქვენივე პარტიის რეზოლუციით თქვით, რომ დაველოდებით და არ შევავსებთ ამ ვაკანსიასო, ახლა ხომ ავსებთ პარტიის თავმჯდომარის ვაკანსიას, რა საქციელია ეს? მეც მაქვს შეკითხვა თქვენს შიდა პარტიულ საკითხებზე“, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, ოპოზიცია ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოტყუებასაც ცდილობს. „რაკი თქვენ ჩვენს პარტიაში ხელებს აფათურებთ, ვინ წავიდა, ვინ წამოვიდა, ვინ ვის რა უთხრა, ეს არის თქვენი გარჩევის მიზანი. მე ეს არასდროს არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა მინდა ვთქვა, დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია, სახეზეა ხალხი, მაგალითად აქ გამობრძანდა აქ ბატონი კახიძე და თქვა, რომ თურმე მე შეიძლება ვგრძნობდე „ადეიშვილის ჩრდილს“, შეიძლება მე ვგრძნობდე კაცის ჩრდილს, რომელმაც 2 ოქტომბერს, დილით „მოცოცხა“ ქვეყნიდან. ცოცხი არის თქვენი სიმბოლო, როგორ შეიძლება მე მის ჩრდილში ვგრძნობდე თავს, კაცი, რომელიც ტერორით იყო დაკავებული, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს დაუკარგა ფუნქცია, ეს ფუნქცია მე დავუბრუნე იუსტიციის სამინისტროს. რომელიც ბიზნესს კი არ ატერორებს, კანონებს წერს. როგორ შეიძლება მე იმ კაცის ჩრდილში ვგრძნობდე თავს, რომელიც ხან რომელი უნგრული ბუჩქის ძირში იმალება და ხან რომელი ბუჩქის ძირში. მე მაინტერესებს ოთარ კახიძის წარუმატებლობების სიაში, რომლებიც ჩემი წარუმატებლობებია თურმე, რატომ არ წერია, რომ „ბატონი მიჰა“ ვერ ჩამოდის ქვეყანაში, რომელიც თქვენივე პარტიის რეზოლუციით თქვით, რომ დაველოდებით და არ შევავსებთ ამ ვაკანსიასო, ახლა ხომ ავსებთ პარტიის თავმჯდომარის ვაკანსიას, რა საქციელია ეს? მეც მაქვს შეკითხვა თქვენს შიდა პარტიულ საკითხებზე, რატომ ეძახით ადეიშვილს ჭკვიანს და ვანოს სულელს, იმიტომ ქვეყნიდან ვერ გაიქცა და დაჯდა. ამ კაცს აუხსენით რომ არ ხართ მის წინაშე პირნათელები, ვანოა თუ ჰიტლერია, პატიმარი პატიმარია ქალბატონო თინა და მისი მოტყუება არ არის კაცური და ადამიანური. ბატონი ოთარი ვანოს ატყუებდა გიცავო. ბატონი ბოკერია ქადარაზე შემომჯდარი ქუთაისის პარლამენტში მეუბნებოდა რომ ვანო იულია ტიმოშენკოა და სტრასბურგი გაგაშვებინებს, იმიტომ რომ დავა წააგეო. ბატონ გიგას ვეუბნებოდი, რომ ნუ ატყუებთ პატიმარს, არ არის ვანო იულია და მას არ გაათავისუფლებს სტრასბურგი მეთქი, სად არის ვანო? გამოვიდა ვანო? რატომ ატყუებთ, თუ გამოვიდა და გამომეპარა? მოკლედ იმის თქმა მინდა ძვირფასო ოპოზიციონერებო რომ, როდესაც მე აქ მიბარებთ, მოვალ ყოველთვის გავცემ შეკითხვებს“, - მიმართა წულუკიანმა ოპოზიციას.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)