07:16 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 12:14:07, 1449 ნახვა

სამართალი
შსს-მ რუსთაველის 12-დან კომპიუტერები ამოიღო საიდანაც სავარაუდოდ TBC ბანკზე კიბერთავდასხმა მოხდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რუსთაველის N12-დან, საიდანაც „თიბისი ბანკზე“ სავარაუდოდ კიბერშეტევა განხორციელდა, კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.

"თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას, რამდენიმე თვეა, ეს გამოძიება მიმდინარეობს. ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სისხლის სამართლის საქმე, არ გახლავთ რიგითი საქმე, რომლის გამოძიების დარულება შესაძლებელი იქნება ერთ დღეში, ორ დღეში და ერთ კვირაში. ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, როგორც გამოკითხვები, ასევე ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის რუსთაველის 12-დან. მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, შესწავლა. კომპიუტერული ინფორმაციის დამუშავებისთვის საკმარისი არ არის მცირე დრო", - აცხადებს მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკი" შს მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში კიბერთავდასხმის მისამართად რუსთაველის 12-ს უთითებს. აღნიშნულ მისამართზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას მეზვრიშვილი ადასტურებს.

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics