02:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 21:47:51, 1580 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა წულუკიანს: რა ინფორმაციას ფლობთ ასეთს, რომ თავს უფლებას აძლევთ, ივანიშვილი აშანტაჟოთ

„თქვენ აშანტაჟებდით ბიძინა ივანიშვილს და მაღალი ალბათობით ფლობთ ინფორმაციას, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბოკუჩავამ კონკრეტული საქმეები დაასახელა, რომელთა შესახებაც, მისი თქმით, იუსტიციის მინისტრს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ნომინალურ პრემიერს მამუკა ბახტაძეს თქვენ არ დააშანტაჟებდით, თქვენ აშანტაჟებდით ბიძინა ივანიშვილს და მაღალი ალბათობით თქვენ ფლობთ ინფორმაციას რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის რეჟიმის გავლენის შესანარჩუნებლად. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ დააშანტაჟოთ ქვეყნის მთავარი მმართველი იმიტომ რომ ფლობთ ინფორმაციას მათ შორის იმაზე თუ როგორ გაიყვანა თქვენმა დანიშნულმა „ბოტასების ქურდმა“ ფარცხალაძემ საკნიდან ვანო მერაბიშვილი. თქვენ ფლობთ ინფორმაციას იმაზე თუ როგორ გაიტაცეს ქართულმა სპეცსამსახურებმა თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. ფლობთ ინფორმაციას  მათ შორის შესაძლოა ეროსი კიწმარიშვილის ძალიან ბუნდოვან გარემოებებში გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ფლობთ ინფორმაციას იმაზე თუ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები როგორ უნისონში მოქმედებდნენ იმისთვის რომ ივანიშვილს ხელში ჩაეგდო "რუსთავი 2". როგორ „ალაგებს“ საქმეებს უჩა მამაცაშვილი. აი ამიტომ ვფიქრობთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებამ იცოდეს და საზოგადოების მიმართ მინიმალური პატივისცემა რომ გქონდეთ, დიახ, გააჟღერებდით თუ რა საბაბი გაქვთ იმის, რა ინფორმაციას ფლობთ ასეთს, რის გამოც თქვენ თავს აძლევთ იმის უფლებას, რომ ქვეყნის მთავარი მმართველი, მაფიოზი შეიძლება ითქვას აშანტაჟოთ პირდაპირ ეთერში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics